Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 209 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 023 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 186 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.81%.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის რელიზში წერია, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა, აჭარა - 86, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 53, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 110, კახეთი -51, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 405, საიდანაც: 4 243 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 344, აჭარაში - 479, იმერეთში - 539. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 918 პირი, მათ შორის, თბილისში - 449, აჭარაში - 93, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 367 - თბილისში, 270- აჭარაში. 10 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 62, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 18 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 678 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 491 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 872 პირი, აჭარაში - 1 436, იმერეთში - 1 61", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.




























