Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.35%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.40%.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 168, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 41, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 074 საიდანაც: 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 467, იმერეთში - 502. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 896 პირი, მათ შორის, თბილისში - 433, აჭარაში - 92, იმერეთში -141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 4, იმერეთში - 13. 730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 - თბილისში, 338 - აჭარაში. 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 644 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 071 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 452 პირი, აჭარაში - 1 831, იმერეთში - 1 401", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.




























