მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტრასბურგმა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

რუსული კანონი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 17 ოქტომბერს, “რუსული კანონსა” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16 მედია ორგანიზაციამ, 120 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4 ფიზიკურმა პირმა მივმართეთ.

საჩივარში აღნიშნულია, რომ „რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (80-18 მუხლი).

სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭებათ ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება”, – ამბობენ ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა. მათი თქმით, „ქართული ოცნების” განგრძობადი პოლიტიკის ნაწილია FARA-ს თარგმანის ხელახალი ინიცირებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები