იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში გადაყვანაზე უარი ეთქვა.
მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. სააკაშვილის ადვოკატებმა 11 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს.
“ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებასთან. სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“,-განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია, რომ უკვე შესაძლებელია სააკაშვილის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი.