მთავრობის 2 აპრილის განკარგულების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს 20 000 ევროს ეკვივალენტი ლარში გამოეყო.
საუბარია, ევროპის სასამართლოს მიერ 2024 წლის 29 თებერვალს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც "ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოყოფილ თანხებზე.
თანხა გამოიყო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან.
თავად საქმე ეხება, \შემთხვევას, რომლის დროსაც ქობულეთში, პანსიონატის გახსნაზე პროტესტის გამოსახატად ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 2014 წლის 10 სექტემბერს შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს და შენობის კარზე მისი თავი ჩამოკიდეს. 15 სექტემბერს, როდესაც პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა, მართლმადიდებლებმა 24-საათიანი მორიგეობა და პანსიონატში შესვლის პროცესზე კონტროლი დააწესეს.
სტრასბურგის სასამართლოში განაცხადი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ და ქობულეთში მცხოვრები 7 მუსლიმი პირის სახელით გაიგზავნა.