მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Strategy-იმ დამატებით $980 მილიონის ბიტკოინი იყიდა

Microstrategy

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Strategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად, ინვესტორების მხრიდან 980 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია გაზარდა.

ამჟამად Strategy ბიტკოინის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოში. საერთო ჯამში, კომპანია 671,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი ამჟამინდელი ფასით $60 მილიარდს აღწევს.

როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.5%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები