მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

STRAUSWERK - 7 ნოემბერს, ბერლინში თანამედროვე ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი

STRAUSWERK - 7 ნოემბერს, ბერლინში თანამედროვე ქართული მუსიკის და კულტურის ფესტივალი გაიმართება.

facebook-ში შესაბამისი ღონისძიება უკვე შეიქმნა.

"დღეს, როდესაც საქართველოში შემოქმედებითი თავისუფლება არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, არსებობს თანამედროვე ქართული კულტურის გამორჩეულად თავისუფალი, დამოუკიდებელი და თამამი მხარე - ხელოვანები, რომლებიც საკუთარ გზას მიჰყვებიან და საერთაშორისო კულტურული სამყაროს აქტიური ნაწილი არიან.

ინდი-როკიდან და პოპ-მუსიკიდან ელექტრონულ მუსიკამდე, სტენდაპამდე და ვიზუალურ ხელოვნებამდე - STRAUSWERK-ის პირველი ფესტივალი გააერთიანებს ყველაფერს, რაც ცოცხალი, დამოუკიდებელი და თავისუფალია. ეს არის მუდმივად პროგრესირებადი, ენერგიული შემოქმედებითი საზოგადოება, რომელიც მუსიკასა და ხელოვნებას საკუთარი წესებით ქმნის", - ნათქვამია ღონისძიების აღწერაში, რომლის ბილეთები უკვე იყიდება.

LINEUP & SPACES:

HALL 2

Bedford Falls | Kordz | არა | 4D Monster Lobsters

SONNENRAUM

Tamada (Live) | Seqta | Vinvar | Ly Sas

STAND-UP TBILISI

ნინიკო ლეკიშვილი | თიკო ნადირაშვილი | ირაკლი ჯაბუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები