მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stripe-ი და Advent-ი PayPal-ის შესყიდვას $53 მილიარდად გეგმავენ

pay

გადახდების გლობალურმა პლატფორმა Stripe-მა და საინვესტიციო კომპანია Advent-მა ციფრული საფინანსო ინდუსტრიის გიგანტის, PayPal-ის შესყიდვის ერთობლივი წინადადება წარადგინეს.

შეთავაზების თანახმად, PayPal-ის აქტივების ღირებულება 53 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული და ეს წინადადება PayPal-ის ერთ აქციაში 60.5 დოლარის გადახდას ითვალისწინებს, რაც სამშაბათის საბაზრო ფასთან შედარებით 28%-ით მეტია. Reuters-ის ინფორმაციით, პოტენციური გარიგების დასაფინანსებლად წამყვანმა ბანკებმა 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი უკვე გამოყვეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წარდგენილი გეგმის მიხედვით, Stripe-ი და Advent-ი PayPal-ს თანაბარი წილებით, ერთობლივად მართავენ, მის დანაწილებას კი ისინი არ აპირებენ. როგორც ირკვევა, ეს მხარეებს შორის ვაჭრობის პირველი შემთხვევა არ არის არ არის და აქამდე PayPal-ის შესყიდვის წინადადება ორმა კომპანიამ აპრილის დასაწყისშიც წარადგინა. Stripe-სა და Advent-ში მოელიან, რომ მოლაპარაკებების უახლოეს კვირებში გააქტიურდება.

შეგახსენებთ, ციფრული გადახდების სფეროში მომუშავე PayPal-ი ბაზარზე კონკურენციის ზრდასა და ტემპის შენელებას ებრძვის. Apple Pay-სა და Google Pay-ს სახით, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენამ კომპანიის პოზიციებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები