მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით" - ახალი თეატრი იანვრის სპექტაკლებს აუქმებს

ანდრო ჭიჭინაძე

"ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი" იანვარში ჩანიშნულ სპექტაკლებს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია თეატრმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მათი განმარტებით, თეატრს დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გარეშე ვერ დაუბრუნდებიან.

"ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ

  • 8,9,20,21 / 01 "მე გადმოვცურავ ზღვას"
  • 13 / 01 " ალუბლოს ბაღი"
  • 22 / 01 " მეფე ლირი"

ა უ ქ მ დ ა

ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით

ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე ტკტ ჯი ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი )

გილოცავთ შობას

იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე 24 დეკემბერს დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები