თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით, რომლის საქართველოში შემოტანასაც დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, თავად მწარმოებელი კომპანია ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას არ იღებს. ამის შესახებ მან აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, მედიკამენტს ე.წ. შავი ჩარჩოს გაფრთხილება მიენიჭა.
„გულწრფელად გეტყვით, დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია - რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე. ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზედაც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























![ტაქსი]](https://bm.ge/uploads/files/2024/02/07/235559/taqsi_b_t.jpeg)