მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუ-ს სტუდენტების ნაწილი, რექტორის განცხადებას ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაზე, არ ეთანხმება

სტუ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი არ ეთანხმება უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებას, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და თქვენო აღმატებულებავ უწოდა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ახლახან გამოქვეყნებულ განცხადებას, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.
ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოება პატივს სცემს თითოეული სტუდენტის აზრსა და დამოკიდებულებას, და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის უნდა გამომდინარეობდეს სტუდენტთა ინტერესებიდან“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაზე განცხადება სტუ-ის ვებგვერდზე 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე, უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის, საქართველოს, მოსახლეობა იმედით გიყურებთ, რომ ამ რთულ პროცესში, თქვენ, საქართველოს მხედართმთავარი, უდიდეს წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების, გამთლიანებისა და ეკონომიკური ზრდის პროცესში. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ერი მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ივლის. გილოცავთ და გისურვებთ ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, - აღნიშნულია დავით გურგენიძის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები