მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტები ქუთაისის მერიასთან მსვლელობით მივიდნენ

ქუთაისი

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ქუთაისში მიმდინარეობს. სტუდენტები ქუთაისის მერიასთან მსვლელობით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ: არა რუსულ კანონს!, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, 14 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა სტუდენტებს მხარი დაუჭირეს და "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

ინფორმაციისთვის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 13 მაისიდან გაიფიცნენ და უარი თქვეს სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე , "რუსული კანონის" გაპროტესტების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები