საქართველოს მოქალაქე და ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებული კანონპროექტთან დაკავშირებით გააქტიურებას ურჩევს.
როგორც ის BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, საქართველოს კანონმდებლებმა აღნიშნული კანონპროექტი საზოგადოებაში არსებული ასეთი დიდი წინააღმდეგობისა და მსოფლიოში არსებული მდგომარეობის პირობებში არ უნდა მიიღონ. ჭყონია თვლის, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციას აფერხებს და სტუდენტები ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ.
„ამ კანონის მიღებაში ძალიან დიდი როლი აქვს სტუდენტობას. ეს კანონი ვინც შეიმუშავა 10 წლის სიცოცხლე დარჩა და 10 წლის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე სტუდენტების ცხოვრება რომ დაიწყება, წინაპრების მიღებული კანონი დახვდებათ წინ, ამიტომ სტუდენტები არ უნდა დაელოდონ ძველი თაობის მიღებული კანონების შემდეგ მოშლას, მათ თავისი მომავალი თვითონ უნდა შექმნან. სტუდენტები არ უნდა იყვნენ წყნარად და არ უნდა დაელოდონ უფროსი თაობის გადაწყვეტილებას, სტუდენტებმა თავიანთი ბედი თავად უნდა შექმნან.
მე - თემურ ჭყონია, როგორც მოქალაქე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ისეთი კანონების მიღებას საქართველოში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციასა და მსოფლიო ინტეგრაციაში გზას უკეტავს. როდესაც მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ ეს კანონი არ მომწონს, ჯიბრი საინტერესო არ არის. ერთმანეთს ეჯიბრებიან, რადგან თავისი აზრის დათმობა არ უნდათ“, - ამბობს ჭყონია.