მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუმარმასპინძლობის სფერო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი საქართველოს ეწვევიან

12

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში გაიმართება Executive Leadership Workshop - ერთდღიანი ინტენსიური პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისთვის.

უწყების ცნობითვე, ვორქშოპს გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები: ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ უახლეს საერთაშორისო პრაქტიკას ხელოვნური ინტელექტის, კომერციული ეფექტიანობისა და სტრატეგიული ლიდერობის მიმართულებით.

"დღეს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში წარმატება სულ უფრო მეტად განისაზღვრება იმით, რამდენად სწრაფად ახერხებს ბიზნესი ცვლილებებთან ადაპტირებას, ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებას და კონკურენტული უპირატესობის შექმნას. სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა Executive Leadership Workshop, ინტენსიური პროგრამა, რომელიც მონაწილეებს მისცემს ცოდნასა და ინსტრუმენტებს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებასაც დაუყოვნებლივ შეძლებენ.

რას მოიცავს პროგრამა

  • ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ყოველდღიური მართვის, კომერციული საქმიანობისა და სტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად
  • თანამედროვე მიდგომებს უფრო სწრაფი, ზუსტი და ინფორმირებული ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად
  • პრაქტიკულ გზებს სასტუმროსა თუ ტურისტული ბიზნესის ხილვადობის, კომერციული შედეგებისა და გაყიდვების გასაზრდელად
  • ეფექტიან მეთოდებს პროდუქტიულობის, გუნდის მუშაობისა და სტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად
  • ხედვას, თუ როგორ ქმნის ყოველდღიური საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესის გრძელვადიან ღირებულებასა და მდგრად კონკურენტულ უპირატესობას.

ვორქშოპი განკუთვნილია: კომერციული და საოპერაციო მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის, გაყიდვების, მარკეტინგისა და Revenue Management-ის პროფესიონალებისთვის, გენერალური მენეჯერებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, DMC-ებისა და MICE სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე მეწარმეებისა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ტექნოლოგიური პარტნიორი Emerging Travel Georgia, რომელიც AI Hotel Challenge-ის ფარგლებში წარმოაჩენს, თუ რა გავლენას ახდენს ციფრული პოზიციონირება AI ძიების შედეგებზე. პროექტის სტუმარმასპინძლობის გამოცდილების პარტნიორი კომპანია Qualiko-ს შეფ- მზარეული ვორქშოპის მონაწილეებს სპეციალურად მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდება", - წერია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები