მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სტუმარს უნდა მოუნდეს დარჩენა" - რა აკლია გურიას სრულფასოვანი განვითარებისთვის?

გურია

გურიაში, სოფელ ხიდისთავში მდებარე ჩირის წარმოება „სკიჯის“ დამფუძნებელმა, დაკა ბერძენიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ რეგიონში მცირე წარმოებები ეტაპობრივად ვითარდება და მეწარმეების რაოდენობაც იზრდება. თუმცა, მისი თქმით, ამ პროცესის პარალელურად აუცილებელია ინფრასტრუქტურისა და ტურისტული გარემოს განვითარება, რათა შექმნილი პროდუქტები და სერვისები მეტად განვითარდეს და ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

„მე ვარ უკვე მეათე წელია, რაც აქ ვსაქმიანობ და მომბაძველებიც გამოჩნდნენ - რეგიონში სხვადასხვა წარმოებები შეიქმნა. მაგალითად თხის ყველის წარმოება იხსნება, ჩაი არის ბევრი, რამდენიმე ერთეული ვართ, ვინც ამ წარმოებას ვაკეთებთ. ამისთვის აუცილებლად სახელმწიფოს მხარდაჭერა გვჭირდება, რომ ისეთი მარშრუტები შეიქმნას, ტურისტული საფეხმავლო ბილიკები მოეწყოს, მარკირებები გაკეთდეს, რომ ჩემთან მოსულ სტუმარს ჰქონდეს შესაძლებლობა გაისეირნოს, ფოტო გადაიღოს, მდინარეზე მარტივად ჩავიდეს, ტყეში გავიდეს და დაათვალიეროს“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

მეწარმე ამბობს, რომ რეგიონს სჭირდება ისეთი გარემო, რომელიც ტურისტს უფრო დიდხანს დარჩენისა და მეტი ხარჯვისკენ უბიძგებს: „ბევრი სამუშაოა იმისთვის, რომ რაც ჩვენ მეწარმეები ვცდილობთ, ის შეივსოს ტურისტული ინფრასტრუქტურით. სტუმარს უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ აქ დარჩეს, მეტი თანხა დატოვოს რეგიონში და ჩვენც მეტი განვითარების სტიმული მოგვცეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები