მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სუბდისირებაში ცვლილებებს შედეგი არ ჰქონია, იგივე რაოდენობის ყურძენი სახელმწიფომ ჩაიბარა”- თამაზ ომანაძე

თამაზ ომანაძე

2025 წლის რთველის დაფინანსება მთავრობას რეკორდულად ძვირი, 220 მილიონი ლარი დაუჯდა - პირვანდელ გეგმასთან შედარებით 160 მილიონი ლარით მეტი. წელს რთველის სუბსიდირების სქემაში კახეთის შემთხვევაში ცვლილებები შევიდა და სახელმწიფომ კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გასცა, ჭარბი ყურძენი კი მოსავლის მართვის კომპანიამ ჩაიბარა.

"ხომლის მარნის" დამფუძნებელი "საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 2025 წლის რთველში სუბსიდირების სქემის ცვლილებით რეალურად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ იგივე რაოდენობის ყურძენი წელს მხოლოდ სახელმწიფომ ჩაიბარა. თამაზ ომანაძის თქმით, რთველი 2025-ის ფარგლებში ყურძნის ჩაბარება არასახარბიელო პირობებში მოხდა, შესაბამისად, ჩაბარებული ყურძენი მხოლოდ ტექნიკური სპირტის წარმოებისთვის თუ გამოდგება.

მისივე თქმით, საინტერესოა, რა უკუგება მოაქვს რთველის სუბსიდიის სახით დახარჯულ საბიუჯეტო თანხებს.

“არანაირი ცვლილება არ მოუცია სუბსიდირების სქემაში შესულ ცვლილებებს. იგივე რაოდენობის ყურძენი ჩაბარდა, უბრალოდ ეს სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. აქ საინტერესო არის ერთი რამ, ეს ხომ საბიუჯეტო თანხით ხდება, ყველა ჩვენგანის თანხა არის ეს მილიონები, რომელიც ამ სუბსიდირებაში ათეული წლებია იხარჯება და ჩვენ არ ვიცით ინფორმაცია, აქედან ამონაგები რა არის. ეს საჯარო ინფორმაციაა, საიდუმლო აქ რა უნდა იყოს. პირობითად, სახელმწიფომ ჩადო 10 მილიონი, მოგებაზე არაა ლაპარაკი, 10 მილიონი თუ დაბრუნდა უკან? ეს საინტერესო კითხვა არის სახელმწიფოს წინაშე, რომ ვიცოდეთ ამ ყურძნისგან წარმოებული ღვინისგან რა მივიღეთ, ან სპირტისგან, სახელმწიფო ბიუჯეტს რა თანხა დაუბრუნდა და თუ მოხდა მათი რეალიზაცია. ამიტომ, ბევრი კითხვის ნიშნები არის, რომელზეც პასუხები საინტერესოა,”- აცხადებს "ხომლის მარნის" დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები