მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სუბსიდირება ცუდია და ამას მთავრობაც იზიარებს, მაგრამ გლეხური მეურნეობიდან ბიზნეს მეურნეობას ვქმნით“

6376814ac3638
ალა ისპირიანი
17.11.22 23:25
588
გასულ თვეს, საქართველოს მთავრობამ თხილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ამ გადაწყვეტილების მიღება ორი გარემოებით, პირველი - ქვეყნის შიგნით 2022 წელს არსებული კლიმატური პირობების გამო, თხილის მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირებით და მეორე - საერთაშორისო ბაზრებზე ევროსა და დოლარის გაუფასურების ფონზე, მოთხოვნისა და თხილის ფასის შემცირებით ახსნა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოიყოფა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, გადაცემა „ საქმიან დილაში“ თქვა, რომ ეს ერთ წლიანი დროებითი ღონისძიებაა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აღნიშნული დარგი განვითარებას სტაბილურად გააგრძელებს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მთავრობაც იზიარებს მოსაზრებას, რომ სუბსიდირება ცუდია,რიგი მიზეზების გამო ფერმერებს ეს მანც სჭირდებათ.

„ზოგადი პოსტულატი, რომ სუბსიდირება ცუდია ამას ყველა იზიარებს, მათ შორის მთავრობაც, მაგრამ მთავრობის დამოკიდებულებამ და პულსზე ხელის დადებამ ამა თუ იმ მიმართულებით იქიდანაა განპირობებული, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების რთულ გზას გადის. არ უნდა დავივიწყოთ საქართველო სად იყო, საიდან ამოდის და სად მივდივართ. 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და 20 წელი ყველაფერს ვანგრევდით. ჯერ ფული არ გვქონდა, მერე პოლიტიკური მდგენელი იყო, რომ სოფლის მეურნეობა არ გვაინტერესებდა და საშინელ ჭაობში ჩავცვივდით. ახლა იქიდან ამოვდივართ.

ფერმერებისაც იმედი აღარ აქვს, რომ ეს მისი ოჯახისთვის შემოსავლის სტაბილური წყარო იქნება, მაგრამ ჩვენ არა მარტო იმედს ვაჩენთ ცარიელ ადგილზე, არამედ სისტემატურად მეთოდურად ჩვენი პროგრამებით ფერმერებს ვაჯერებთ, რომ ჩვეულებრივი შინა მეურნეობიდან, გლეხური მეურნეობიდან ბიზნეს მეურნეობას ვქმნით . რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით ეს მასშტაბი მცირეა,რადგან 100%-ში, 92% არის ჯერ კიდევ შინა მეურნეობაა. 7-8%-ია ბიზნეს მეურნეობა.

სახელმწიფო უნდა დაუდგეს ფერმერებს გვერდში, რომ ბარიერები გადალახონ. თხილს დოტაცია არ სჭირდება. საკმაოდ მაღალ მომგებიანია. წელს ორი ფაქტორი დაემთხვა - წვიმების გამო ფერმერებმა ვერ შეწამლეს და ხარისხი გაუარესდა და მსოფლიო ბაზარზე შარშან რომ იყო დაახლოებით 5 ევროდ გაფორმებული კონტრაქტები, ახლა საშუალო ფასი 4 დოლარი გვაქვს. ამიტომ ეს არის ერთ წლიანი დროებითი ღონისძიება და ვფიქრობ მომავალში ეს დარგი განვითარებას სტაბილურად გააგრძელებს“, - ამბობს გიორგი ხანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები