ყურძენი, ვაშლი, თხილი, მანდარინი - სოფლის მეურნეობის სექტორში ეს ის კულტურებია, რომელსაც სახელმწიფო ასუბსიდირებს. მაგალითად გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 100 მილიონ ლარამდე დაუჯდა ყურძნის დასუბსიდირება, 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ფერმერთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი სუბსიდია, ამ სექტორების განვითარებას არათუ ხელს უწყობს, პირიქით ხელს უშლის.
რა არის მთავრობის სუბსიდირების პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები, აქვს თუ არა სუბსიდიას მეტად სოციალური დატვირთვა და რეალურად რაში, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ ფერმერებს სახელმწიფოს მხრიდან?
სტუმარი: რატი კოჭლამაზაშვილი - "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე;