მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუფსის ნავთობტერმინალზე მეათასე ტანკერი დაიტვირთა - BP

61baf9da3a140
BM.GE
16.12.21 12:37
2752
სუფსის ნავთობტერმინალში მეათასე ტანკერი დაიტვირთა. ამის შესახებ ინფორმაციას ტერმინალის და ბაქო-სუფსას მილსადენის ოპერატორი BP ავრცელებს. ნავთობტერმინალი 1999 წელს გაიხსნა და მან დაარსებიდან 700 მილიონი ბარელი გაატარა. ტერმინალი ბაქო-სუფსას მილსადენით მარაგდება, რომელსაც დღეში 100,000 ბარელ ნედლ ნავთობის გატარება შეუძლია. 2021 წლის განმავლობაში კი მილსადენის დატვირთვამ დღეში 90,000 ბარელი შეადგინა.

“650,000 ბარელი ნედლი ნავთობი კასპიის ზღვაში მდებარე აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან ჯერ სანგაჩალის ტერმინალის და შემდეგ აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მილსადენის გავლით უსაფრთხოდ ჩაიტვირთა მეათასე ტანკერზე სახელწოდებით სტამოსი, რომელმაც ტვირთი იტალიაში წაიღო,” - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბაქო-სუფსა ადრეული ნავთობის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც ჩვენთვის ასევე ჩვენი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოს ბიზნესპარტნიორებისათვის. ის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის პირველი მაგალითია საქართველოში და რეგიონში. მეათასე ტანკერის ჩატვირთვა სუფსის ტერმინალზე ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა წელს, როდესაც ბი-პი საქართველოში 25 წლის იუბილეს აღნიშნავს", - განაცხადა აიტენ ჰაჯიევამ, ბი პი-ს ხელმძღვანელმა საქართველოში.

“ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის 11 თვეში ბაქო-სუფსას მილსადენმა სულ 4.1 მილიონი ტონა ნავთობი გაატარა, ხოლო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა 24.1 მილიონი ტონა იყო.

ბაქო-სუფსის (ACG) პროექტის წილობრივი მონაწილეები არიან BP (30.37%), SOCAR (25.0%), MOL (9.57%), INPEX (9.31%), Equinor (7.27%), ExxonMobil (6.79%), TPAO (5.73%), ITOCHU (3.65%), ONGC Videsh Limited (OVL) (2.31%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები