მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულ 31 543 ობიექტი შემოწმდა, მათგან 6018-ს საქმიანობა შეუჩერდა - შრომის ინსპექცია

5fd9c88d43b9b
BM.GE
16.12.20 13:15
559
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ შეზღუდვების პერიოდში ობიექტების შემოწმების და მიღებული შედეგების უახლეს სტატისტიკაზე ისაუბრა. როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, გასულ 24 საათში ზედამხედველობა განხორციელდა 124 ობიექტზე, საიდანაც ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 119 ობიექტზე გაიცა.

გარდა ამისა, 31 ობიექტზე რემონიტორინგი განხორციელდა და დადგინდა, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყო.

„28 ნოებრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ განხორციელდა 31 543 ობიექტის შემოწმება, მათგან 21 110 ობიექტზე გაიცა სარეკომენდაციო ინსპექტირება და საქმიანობა შეუჩერდა 6018 ობიექტს. ჯანდაცვის პროტოკოლის მოთხოვნების შესრულებაზე შემოწმდა 597 ობიექტი და დაჯარიმდა - 30, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები იყო. ასევე, პროტოკოლის მოთხოვნებით, სულ 28 ნოემბრიდან ინსპექტირება განხორციელებულია 3779 ობიექტზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები