მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულხან თამაზაშვილის თქმით, წელს, ციტრუსის მოსავლის 30%-იან ზრდას ელიან

მანდარინი

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის სულხან თამაზაშვილის თქმით, საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავლის მოცულობა წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზრდება.

მისი თქმით, აჭარაში იწყება ციტრუსის მოსავლის სეზონი, რომელიც რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. რეგიონში ამოქმედებულია ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს სეზონის შეუფერხებელ მიმდინარეობასა და პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობას.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული (სამრეწველო გადამუშავების) მანდარინის სუბსიდია 35 თეთრი იქნება, დამატებით 5 თეთრს კი გადამმუშავებელი საწარმო გადაიხდის, რაც საერთო ჯამში 40-თეთრიან ფასს განსაზღვრავს.

საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე სეზონზე ციტრუსის მოსავალი 60–65 ათას ტონას მიაღწევს. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 1501, სადაც ფერმერებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები