მსოფლიოში ცნობილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Sumsung-ი ნიღბების მწარმოებელ კომპანიებს წარმადობის გაზრდაში დაეხმარება. კომპანიამ საკუთარი წარმოების ექსპერტები უკვე მიავლინა კომპანიებში. ამის შესახებ ინფორმაციას
CNN-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ნიღბების დღიური წარმოება ერთ-ერთ საწარმოში 40,000-იდან 100,000-მდე გაიზარდა. Sumsung-მა ასევე შეისყიდა 284,000 ნიღაბი და საჩუქრად გადასცა სამხრეთ კორეას.
Samsung-ის 14 შვილობელმა კომპანიამ, მათ შორის Samsung Electronics-მა კორეის კატასტროფის დახმარების ასოციაციას 24,6 მილიონი აშშ დოლარი შესწირა, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შენელებას.
ასევე, Samsung-მა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას დროებით დაუთმო ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამჟამად კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტთა სამკურნალოდ გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ კორონავრუსით ინფიცირების 9,887 (ბოლო 24 სთ-ში +101 ადამიანი) დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი; გარდაიცვალა 165 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 5,567 ინფიცირებული.