მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუნამო ქვევრის ფორმის ფლაკონში – ზვიად ციკოლიას ახალი პროდუქტი

61dd742485656
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 16:17
5533
„ახალი წელი ახალი პროექტით“ - ამ სახელწოდებით დააანონსა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ მისი ბრენდის ქვეშ ახალი, სრულიად განსხვავებული პროდუქტის - ქვევრის ფორმის ფლაკონში სუნამოს ბაზარზე გამოჩენა.

BM.GE დეტალების გასარკვევად დიზაინერთან დაკავშირებას დილიდან ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წუთის წინ კი ზვიად ციკოლიამ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პროექტის დეტალებზე დაწვრილებით არ საუბრობს.

„რადგან საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა, აქვე დავამატებ ინფორმაციას. თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს“, - წერს ზვიად ციკოლიამ.

ამასთან, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა დღეს პოსტი გაავრცელა, რომლის მიხედვით, ზვიად ციკოლიამ ქვევრის ფორმის სუნამოს 4 ფერის ბოთლის დიზაინის რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„ქვევრის ფორმის სუნამოს ბოთლი – ზვიად ციკოლიას ახალი დიზაინი.

საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინებს ახალი, ორიგინალური ფორმის პროდუქტი შეემატება. სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და გამჭვირვალე სუნამოს ბოთლები სადგამებით, ის დიზაინებია, რომელთა რეგისტრაციის თაობაზე საქპატენტის ექპერტიზამ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.

აღსანიშნავია, რომ დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და არის ინდივიდუალური“, - ნათქვამია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები