მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Super Mario Bros.-ს 40 წელი შეუსრულდა - როგორია საკულტო თამაშის ისტორია რიცხვებში?

SUPER MARIO

1985 წლის 13 სექტემბერს Nintendo-მ საოჯახო კომპიუტერებისთვის ახალი თამაში, Super Mario Bros. პირველად გამოუშვა, მოგვიანებით კი, Nintendo Entertainment System-ის საშუალებით, იტალიელი სანტექნიკოსი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

40 წლის შემდეგაც, თამაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პროექტად დღემდე მიიჩნევა, რომელმაც არა მხოლოდ ინდუსტრიის სტილი და მოთამაშეთა ჩვევები ჩამოაყალიბა, არამედ მთლიანად ინდუსტრიის განვითარებაზეც მოახდინა გავლენა.

Super Mario Bros.-ის ისტორია 1981 წლის Donkey Kong-იდან იწყება, რომელშიც მარიო "ჯამპმენად" იყო ცნობილი; 1983 წელს პერსონაჟები Mario Bros-შიც გამოჩნდნენ, რაც ლურჯ კომბინეზონიანი მარიოს იდენტობის საწყისად იქცა. Nintendo-ს შემოქმედებითმა გუნდმა, შიგერუ მიამოტოსა და ტაკაში ტექუკას ხელმძღვანელობით, მიზნად დაისახა ისეთი ფლაგმანური პროექტის შექმნა, რომელიც "გვერდითი-სქროლვის" მექანიკას სრულად წარმოაჩენდა. დეველოპერებმა დონეები ისე შექმნეს, რომ მოთამაშე ეტაპობრივად სწავლობდა თამაშის წესებს: იწყებდა პატარა მარიოდან, იზრდებოდა ძალების საშუალებით და აღმოაჩენდა მრავალფეროვან გარემოს - მიწისქვეშეთის, ცისა და ციხესიმაგრეებს დონეებს.

Super Mario Bros.-ის ეკონომიკური შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მსოფლიოში თამაშის თავდაპირველი ვერსიის 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რითაც ის Nintendo-ს ყველაზე გაყიდვად თამაშად იქცა. მხოლოდ იაპონიაში გაყიდვებმა 6.8 მილიონს მიაღწია. Nintendo-ს მიღმა, მარიოს ფრენჩაიზი ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა, რომლის საერთო გაყიდვებიც 2025 წლისთვის 950 მილიონზე მეტ ეგზემპლარს შეადგენს.

თამაშებიდან, მერჩენდაიზიდან, მედიიდან და თემატური პარკებიდან, ფრენჩაიზის შემოსავალი ჯამურად $60 მილიარდს აღემატება, რაც მას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ გასართობ ბრენდებს შორის აქცევს.

ამასთან, 2023 წელს ანიმაციურმა ფილმმა Super Mario Bros: The Movie მსოფლიო კინოგაქირავებაში $1.3 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და $559 მილიონზე მეტი წმინდა მოგება მოიტანა.

ეს წარმატება პირდაპირ აისახა Nintendo-ს ფინანსურ შედეგებზე, განსაკუთრებით ლიცენზირებასა და ინტელექტუალური საკუთრების სხვა მიმართულებებში. წარმატებით პოზიციონირებენ თამაშის თანამედროვე ვერსიებიც: გამოსვლიდან რამდენიმე თვეში Super Mario Bros. Wonder-ის 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

1980-იან წლებში გაყიდული ათობით მილიონი ეგზემპლარიდან 2020-იან წლებში მილიარდდოლარიან ფრენჩაიზამდე - Super Mario-ს გავლენა ნათლად ჩანს როგორც კულტურაში, ასევე ბიზნესში. ერთ დროს უბრალოდ სათავგადასავლო თამაში თანამედროვე გასართობი ინდუსტრიის ქვაკუთხედად გადაიქცა, რომლის გავლენასაც ცოტა პროექტი თუ შეედრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები