მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Super Micro Computer-მა ფინანსური პროგნოზები გაზარდა

super micro

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Super Micro Computer-მა მომავალი წლის პირველი კვარტალის შემოსავლებისა და მოგების მარჟის პროგნოზი მნიშვნელოვნად გაზარდა.

ანალიტიკოსების $15.23-მილიარდიანი მოლოდინის ფონზე, კომპანიის საპროგნოზო კვარტალური შემოსავალი $19.5 მილიარდამდე განისაზღვრა. ასევე, თუ აქამდე ხელმძღვანელობა 10.4%-მდე მარჟის მიღებას ვარაუდობდა, ახალი მონაცემებით ეს მაჩვენებელი 12.5%-მდე გაიზრდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსური მოლოდინების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. მოგეხსენებათ, ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები მიმდინარე წელს ამ მიმართულებით $700 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავენ და ამ CapEX-ის ერთ-ერთი ბენეფიციარი სწორედ SMCI-ია.

გაუმჯობესებული პროგნოზების ფონზე, ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე Super Micro Computer-ის აქციების თითქმის 12%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები