სუპერმარკეტების შემოსავლები საქართველოში 2021 წელს
BM.GE
08.05.22 21:35
• 676
თიბისი კაპიტალის სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის განახლებული მიმოხილვის თანახმად, პანდემიურ პერიოდში, 2020 წელს, სექტორი რეკორდული 26%-ით გაიზარდა, 2021 წელს კი 22%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. სწრაფადბრუნვადი პროდუქციის ბაზრის უდიდესი ნაწილი ისევ არაორგანიზებულია, თუმცა 2021 წლის მონაცემებით, ორგანიზებული ბაზრის წილმა საქართველოში რეკორდულ 31%-ს მიაღწია. გასულ წელს ორგანიზებული ბაზრის შემოსავლები 31%-ით, 3.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. შემოსავლების 85% შვიდ მსხვილ რითელ კომპანიაზე ნაწილდება. 2021 წელს დაფიქსირებული ზრდის მამოძრავებელ ძირითად ფაქტორად ანალიტიკოსები ახალი ფილიალების გახსნას ასახელებენ. რითეილ სექტორის წარმომადგენლები მოვიკითხეთ, ისინი დადებით პროგნოზებს აკეთებენ, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ფასების ზრდის საკითხი აღელვებთ.