სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მათივე ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა 7 იანვარს ნაწილობრივ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის შეიზღუდა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალი იყო.




























