მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურამში ტურისტული სეზონი გაიხსნა

BM.GE
21.06.19 10:00
811
დაბა სურამში სულ 12 სასტუმროს მფლობელი გადაამზადეს. ამის შესახებ qartli.ge-ს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მონაცემები მუნიციპალიტის ტურიზმის სამსახურმა შეაგროვა. "ჩვენ 12 სასტუმროზე გვაქვს ინფორმაცია. ეს ის სასტუმროებია, რომელთა მფლობელები თანამშრომლობაზე დაგვთანხმდნენ. ეს მონაცემები გვინდა იმისთვის, რომ ინფორმაცია გვქონდეს სასტუმროების შესახებ. არიან სასტუმროს მფლობელები, რომლებმაც უარი გვითხრეს მონაცემების მოწოდებაზე. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სასტუმროების მფლობელები გადაამზადა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მომხმარებლის მოზიდვის და ტურიზმის განვითარების კუთხით." - ამბობს ნინო სუხიაშვილი. qartli.ge რამდენიმე სასტუმროს მფლობელებს დაუკავშირდა, როგორც გავარკვიეთ, დღიური ფასი, მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით, 35 ლარიდან და 150 ლარამდე მერყეობს. ყველაზე პრესტიჟული ადგილი ზინდისის დასახლებაა, სადაც სასტუმროში განთავსების მინიმალური საფასური 50 ლარია. აღნიშნულ ფასში კვება არ შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები