მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის ფასების რეგულირების შესახებ კანონპროექტის დრაფტი მზადაა - რა შეიცვლება?

644a40ca1e7ce
ინგა მურუსიძე
27.04.23 13:46
790
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტს ამზადებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნულის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 20 თებერვალს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სწორედ მაშინ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, ასევე კონკურენციის სააგენტო და სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის დრაფტი მზად არის და განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.


„ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა სურსათის ფასებთან მიმართებით, ევროდირექტივის საფუძველზე შეიქმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომელმაც უნდა დაარეგულიროს რითეილ-ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის ურთიერთობები. ანალიზის და მუშაობის დროს გამოიკვეთა, რომ არის რიგი ხელის შემშლელი პირობები, ხარჯები, რაც ფასნამატებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ კანონპროექტის მიზანია, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი და ურთიერთობაში ხელისშემშლელი ხარჯების განეიტრალება უზრუნველყოს.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კანონპროექტის დრაფტი ცნობილია და ეს ეხება რითეილ ქსელებს, ზოგ შემთხვევაში კი ადგილობრივი წარმოებების ან ძირითადი პროდუქტების მიწოდებისას წარმოქმნილი საკითხების დარეგულირებას. ეს არის მარკეტინგული საკითხები, თანხის დაგვიანებაზე გარკვეული საკითხები იქნება გათვალისწინებული, ასევე, ისეთი პირობების ჩადება მოხდება ხელშეკრულებაში, რომელიც მიმწოდებელს ავალდებულებს, რომ ვინმეზე დაბალი ფასი სხვაგან არ ჰქონდეს და ა.შ.“, - განაცხადა ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფზე ისაუბრა და თქვა, რომ მუშაობის, დიალოგის და განხილვების შედეგად სახეზეა ის, რომ პროდუქტები მნიშვნელოვნად გაიაფდა - 15-30%-ით. „დღეს ვხედავთ, რომ ყველა დიდ ქსელში გვაქვს პერმანენტული აქციები და სასურსათო პროდუქცია 15-30%-მდე გაიაფდა. ეს ეხება პროდუქტს, ფქვილს, მოთხოვნად პროდუქტებს“, - თქვა ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები