მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის სურსათის რეგულირების შესახებ კანონი?- ბიზნესის განმარტება

644a8b4bb6868
ანუკა ჯოხაძე
29.04.23 00:05
924
სურსათის ფასების რეგულირების შესახებ კანონპროექტის დრაფტი მზადაა. შესაბამისი განცხადება კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს გააკეთა. ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა იმ დეტალებზეც, რომლის მიხედვითაც ბაზარზე სურსათის ფასების რეგულირება მოხდება. მისი თქმით, ამ კანონპროექტით მხარეებს შორის წარმოქმნილი ხელისშემშლელი ხარჯების განეიტრალება მოხდება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე აცხადებს, რომ მათ შორის კანონპროექტი დაადგენს ვადას, რომლის ფარგლებშიც რითეილერი ვალდებული იქნება მიმწოდებელს პროდუქციის თანხა გადაუხადოს. მისი განმარტებით, ვადა მალფუჭებადი პროდუქტის შემთხვევაში განსხვავებული იქნება.

“ერთ-ერთი მთავარი რაც არის გადახდის ვადებია. ვადის ის ზედა ზღვარი, რომელშიც უნდა მოხდეს მიწოდებული სურსათის ანაზღაურება. არის საუბარი იმაზეც, რომ მალფუჭებად პროდუქციაზე უფრო მოქნილი იყოს გადახდის ვადები, იმიტომ რომ სწრაფბრუნვადია,”-აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე.

კანონპროექტის პირველადი ვერსია მხარეებთან უკვე გადაგზავნილია, ბიზნესმა შენიშვნები უწყებას უკვე დაუბრუნა.

დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ ხშირად რითეილ სექტორის წარმომადგენლები მიმწოდებლებს ხელშეკრულების საფუძველზე პოტენციური კონკურენტებისათვის უფრო დაბალ ფასად პროდუქციის მიწოდებას უზღუდავენ. მისი თქმით, კანონპროექტი ბიზნესს ამ ნაწილში თავისუფლებას მისცემს.

“სამწუხაროდ, არის რიგ შემთხვევაში რითეილერებთან ხელშეკრულებაში გვხვდება ჩანაწერი, სადაც მითითებული არის რომ მიმწოდებელს, ადგილობრივ მწარმოებელს არ აქვს უფლება მასზე დაბალ ფასად მიაწოდოს სხვა ნებისმიერ ქსელს თუ მარკეტს.

მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონი დღესაც ითვალისწინებს ფასთან დაკავშირებით რიგი შეთანხმებების აკრძალვას, უფრო მკაფიოდ იმისთვის, რომ არ მოხდეს ინტერპრეტირება, უნდა გაიწეროს რომ რითეილ სექტორმა თავის ხელშეკრულებებში მიმწოდებელთან არ აღნიშნოს, რომ მისი ფასი უნდა იყოს ყველაზე მინიმუმი,”-ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე.

ცნობისთვის, ფასების რეგულირების მიზნით შესაბამისი კანონპროექტის მომზადების დავალება ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს გასცა. მალევე შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელმაც ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, კონკურენციის სააგენტო და სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აანონსებს, რომ კანონპროექტის განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები