დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სურსათის ფასის ფორმირებაზე ნეგატიურ როლს მხოლოდ ქსელები არ თამაშობენ. ამის შესახებ ლაშა რიჟამაძემ „საქმის კურსთან“ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს პროდუქტზე მაღალი ფასების შემცირების შესახებ ვიდეომიმართვის საპასუხოდ განაცხადა.
ცნობისთვის, "ოცნების მთავრობაში" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.
GDBA-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სურსათის ფასების შემცირება სახელმწიფოს მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის შეცვლით შეუძლია, რაც დიფერენცირებულ გადასახადს გულისხმობს. ამასთან ლაშა რიჟამაძე იმასაც ამბობს, რომ დარგისთვის გამოწვევა დამატებითი რეგულაციებია, რაც ბიზნესს ხარჯს უზრდის და საბოლოოდ ფასზე მოქმედებს.
„თუ სახელმწიფოს მხრიდან იარსებებს ნება, სურსათის მიმართულებით გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათი დაწესდეს და არსებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, საგამონაკლისო წესით მოხდეს დიფერენცირება, ეს პირდაპირ და უშუალოდ დადებით ზეგავლენას მოახდენს ფასზე. დაკვირვებადია ის პროცესი ამ შეღავათმა რა დადებითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს. სახელმწიფოს მხრიდან ამის რესურსი არსებობს და, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი ბიზნესი ამ შემთხვევაში ყოველთვის ასახავს ფასზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, იარსებებს ვიღაცა, ვინც შეიძლება ნეგატიურად და პირიქით გამოიყენოს ეს შეღავათი. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ტიპის დამატებითი რეგულირება, რაც წარმოშობს ხარჯს, ეს უკურეაქციას იწვევს. ფასის ფორმულირებაში მხოლოდ ქსელები არ თამაშობენ იმ ნეგატიურ როლს და ბევრი სხვა დამატებითი ნეგატიური ფაქტორია იმ ფასში, რა ფასითაც მომხმარებელს ხვდება თაროზე“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
GDBA-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროდუქტის ფასებზე მოქმედ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანია მწარმოებელსა და რითეილს შორის ურთიერთობა, რაზედაც ბიზნესგაერთიანება დიდია ხანია საუბრობს. რეგულირების ნაწილში კი ის თბილისის მერიის მიერ გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ქალაქში გადაადგილების შეზღუდვებს ასახელებს. ლაშა რიჟამაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლების მიერ ამ საკითხთან დაბრუნება, შედეგიანი იქნება და გასული შემთხვევისგან განსხვავებით პროცესი დასრულდება.
„საცალო ვაჭრობის ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობის ფარგლებში ადგილობრივ მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ეს პრობლემა არსებობდა. ჩვენ არაერთხელ მოვიყვანეთ საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს ურთიერთობა რეგულირებულია, მაგრამ ეს ურთიერთობა არ არეგულირებს ფასებს, ეს ურთიერთობა არეგულირებს პროცესების სწორად წარმართვის პრინციპებს და კრძალავს გარკვეული ტიპის ქმედებებს, რამაც შეიძლება, რომ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს საბოლოოდ ფასზე. მათ შორის, არსებობს ევროკავშირის დირექტივა, რომელიც მის წევრ ყველა ქვეყანას ავალდებულებს, რომელსაც მიღებული არ ჰქონდა და ეს სულ რამდენიმეა, ზოგადად, მიეღო ის კანონი, რომელიც დაიცავდა მცირე და საშუალო ბიზნესს, ადგილობრივ მწარმოებელს, საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან მიმართებით.
ჩვენთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორი წლის წინ დაისვა ეს საკითხი, მაშინ ამ კანონთან მიმართებით მუშაობა ფორსმაჟორულ რეჟიმში დაიწყო, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო პროცესი შეჩერდა. პრობლემა პრობლემად დარჩა - ის, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობთ და დღემდე ეს ურთიერთობა არ არის მოქცეული გარკვეული ტიპის ჩარჩოში, რამაც შესაძლებელია, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ფასების სტაბილურობის ნაწილში.
რაც შეეხება თვითონ ამ პრობლემის არსს, პრობლემა არსებობს და ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენს რეალობაზე მორგებას საჭიროებს. იმედს ვიტოვებთ, ეს პროცესი ისე არ დარჩება, როგორც რამდენიმე წლის წინ დარჩა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, რეგულირება იმ ბიზნესის ჩართულობით უნდა მოხდეს, რომელიც მხარეებს წარმოადგენენ - რითეილის ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული, ადგილობრივი მწარმოებლისაც და მიმწოდებლის, სადისტრიბუციო კომპანიის ინტერესიც. ეს ისეთი ხისტი ნაბიჯებით არ უნდა წარიმართოს, რამაც შეიძლება რითეილიც და მწარმოებელიც საბოლოოდ დააზარალოს, რადგან ნებისმიერი უხეში ჩარევით ბიზნესი დაზარალდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ მაინც მომხმარებელი დაზარალდება.
გარდა იმისა, ფასზე, იმ პრობლემებისა, რაც განცხადებაშია მითითება ამ ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი შესვლის გადასახადი იქნება ეს, თუ ნებისმიერი ტიპის გადასახადი, რაც საბოლოოდ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ფასზე და ზრდის მას, რა თქმა უნდა, ყურადსაღები არის ნებისმიერი ტიპის ისეთი რეგულაციის მიღება, რაც საბოლოოდ წნეხად დააწვება იმ ფასს, რაც თაროზე ხვდება. მაგალითისთვის ავიღოთ უკანასკნელი, ბოლო რეგულაცია, ერთ-ერთი, რომელზეც ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, მათ შორის, შუამდგომლობა გვქონდა, რომ სურსათის ნაწილში ფასზე ზეგავლენა ნეგატიურად არ მომხდარიყო, ყოფილიყო გამონაკლისი გაბარიტულ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით, რომელიც დედაქალაქის მერიამ მიიღო. საბოლოოდ მივიღეთ, რომ კომპანიას დამატებით წარმოეშვა სოლიდური თანხა, ხარჯად, რაც საბოლოოდ აისახა ფასში.
ნებისმიერი ტიპის ასეთი რეგულაცია საბოლოოდ აწვება მომხმარებელს, იმიტომ, რომ ფიზიკურად ბიზნესში ოპერირების გაგრძელება შეუძლებელი იქნება, თუ ამას ფასში არ ასახავ და საბოლოოდ ზარალდება მომხმარებელი. არავის ინტერესი არ არის ის, რომ პროდუქციის მწარმოებლის ინტერესი არ არის, რომ მისი პროდუქცია იყოს ძვირი, იმიტომ, რომ ეს რეალურად მის გაყიდვებზე ნეგატიურად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გარდა ამ ურთიერთობებისა, მნიშვნელოვანია გარკვეული ტიპის რეგულაციის მიღებისას გაითვალისწინონ - შეიძლება თუ არა ამ რეგულაციამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ფასზე“, - განმარტავს ლაშა რიჟამაძე.
GDBA-ის თავმჯდომარე ადასტურებს რომ ფასნამატი მაღალია, თუმცა აუცილებლად მიიჩნევს ფასნამატისა და მოგების მარჟის გამიჯვნას.
„ფასნამატი ძალიან მაღალია. მოცემულობა ასეთია, რომ თაროზე პროდუქტი ძვირად დევს და მიწოდების ფასში, თუ ჩვენ დავთვლით თუ რა ოდენობაზეა საუბარი ადგილობრივი მწარმოებლისთვის, რომელსაც უწევს ხარჯების გაწევა, ის ფიზიკურად ვერ იოპერირებს მნიშვნელოვანი ფასნამატის გარეშე. ბევრმა კომპანიამ, მცირე სტარტაპებმა, იმის გამო, რომ ფიზიკურად ვერ აუწყვეს ფეხი იმ არსებულ გადასახადებს, იმ დაწესებულ მოთხოვნებს, რაც არსებობდა მათ მიმართ ქსელური მარკეტების მხრიდან, საერთოდ შეწყვიტეს ოპერირება.
რაც შეეხება მარჟინალურობის ნაწილს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი ტიპის პროდუქციაზე, რაზეც განცხადებაშია საუბარი, ჩვენი წევრი კომპანიების ნაწილში, წმინდა მოგების მარჟაზეა აქ საუბარი, მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან. მთლიანობაში, მწარმოებლისა და სადისტრიბუციო კომპანიების არსებული მოგება მნიშვნელოვნად მცირეა.
ვალუტის კურსის უმნიშვნელო რყევის შემთხვევაში, მწარმოებელი იქნება ეს თუ სადისტრიბუციო კომპანია, იძულებულია, რომ ფასი გადააზღვიოს, რათა ფიზიკურად ზარალზე არ წავიდეს და კურსის შესაბამისად, შეიძლება დაგეგმილ მარჟინალურობაზე მეტიც მიიღოს, გააჩნია ლარის სიმყარეს და შეიძლება ბევრად ნაკლები, რაც დაგეგმილი ჰქონდა, მაგრამ ეს პროცენტი მწარმოებელთან მიმართებით მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე ის, რაც განცხადებაში იყო გაკეთებული“, - განმარტავს



























