მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა - FAO-მ რითეილ ასოციაციის წევრებს ტრენინგი ჩაუტარა

ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-მ "რითეილ ასოციაციის" წევრებს და მათ მომწოდებლებს ორ-დღიანი ტრენინგი ჩაუტარა. საგანმანათლებლო სესიების მიზანს, სურსათის უვნებლობაზე, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, წარმოებისა და სანიტარული ოპერაციების კარგ პრაქტიკაზე ცოდნის გაზიარება წარმოადგენდა. ტრენინგებზე დამსწრეთა მობილიზება და ორგანიზება, "რითეილ ასოციაციამ" უზრუნველყო. 

ტრენინგი ბევრ სხვა თემასთან ერთად, სურსათის უვნებლობის საფრთხეების და მათი კონტროლის პრევენციულ ზომებს, საკვების დაბინძურების საფრთხეებს, საკვებით მანიპულაციისას ჰიგიენის სწორ პრაქტიკას და საფრთხის ანალიზს და კრიტიკული საკონტროლო წერტილებს - HACCP-ის სტანდარტი ეხებოდა.

რამდენად იცავენ სტანდარტებს მიმწოდებლები და ქსელური მარკეტების წარმომადგენლები?

სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - "რითეილ ასოციაციის" თავმჯდომარე;

სოფიო დაფქვიაშვილი - FAO-ს უმცროსი ვეტერინარი და სურსათის უვნებლობის ექსტენციის სპეციალისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები