მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[სურსათზე ფასების შემცირება] არ არის ერთჯერადი პიარ აქცია. ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე - ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

ეს არ არის ერთჯერადი პიარ-აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე, - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სურსათზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი არასდროსაა მოკლევადიანი.

„ჩვენი მიზნები არასდროსაა მოკლევადიანი, ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, თუ ვინმეს ეს ეჭვი აქვს. ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, როდესაც, ვთქვათ, ერთი თვე შეიძლება შემცირდეს გარკვეულ საქონელზე ფასები, ტაში დავუკრათ და მერე უცბად მოიმატოს და შეიძლება იმაზე მეტადაც კი მოიმატოს, რაც იყო, რათა დააბალანსონ ის პერიოდი, ის დანაკარგი, როდესაც შეამცირეს ფასები. ეს ასე ვერ მოხდება. თუ მივედით და იმედი მაქვს, რომ მივალთ შემცირებამდე, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განგრძობადი დროში და ყველამ ერთად უნდა ვიგრძნოთ ეს ყველაფერი ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები