მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუს-ი საკუთარი Facebook გვერდის პოპულარიზაციის გასაზრდელად ₾40 000-ს გადაიხდის

სუს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) Facebook-ზე სამსახურის ოფიციალური გვერდის პოპულარიზაციის გასაზრდელად 40 000 ლარს გადაიხდის.

შესყიდვა გამარტივებული გზით გამოცხადდა. სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელისგან შესაბამისი ნებართვა 13 სექტემბერს ითხოვა.

"საქართველოში სხვა ქსელებთან შედარებით Facebook სარგებლობს მაღალი რეიტინგით, ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისათვის, გააჩნია მომხმარებელთა უალტერნატივო რაოდენობა, მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფების ფილტრაციის შესაძლებლობა სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით და სხვა ტექნიკური შესაძლებლობები, რაც მომსახურების გაწევის პროცესში სოციალურ ქსელ Facebook-ს ხდის უალტერნატივოს.

ამდენად, ვინაიდან, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი წარმოადგენს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ელემენტს შემსყიდველისათვის, რათა მაქსიმალურად იქნეს მიღწეული სარეკლამო/საინფორმაციო კამპანიის მიზნები და ამოცანები, სოციალური ქსელის მეშვეობით სარეკლამო მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონედ უნდა მივიჩნიოთ Facebook (facebook.com)", - წერს სუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები