სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში თავდასხმის მუქარის შესახებ ტელეგრამარხში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობთ, ღონისძიების შედეგად ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები არ აღმოუჩენიათ, თუმცა სუს-ი ოპერატიულ ღონისძიებებს აგრძელებს.
"მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტაპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისიძიებებს", - ნათქვამია განცხადებაში.