მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს ლილუაშვილის სასამართლო პროცესი იმართება

გრიგოლ ლილუაშვილი

დღეს, 15 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 2 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. აღნიშნული მოწმეებიც, ისევე, როგორც გასულ სხდომაზე დაკითხულები, ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებას.

პროცესი კვლავ დახურულია. ბრალდების მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა ლილუაშვილის პროცესების დახურვას ითხოვს.

სუს-ის ყოფილი უფროსი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები