მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[სუს-ში] ჩემი გუნდით მივალ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აცხადებს, რომ სუს-ში თავისი გუნდით მივა, რის შესახებაც ხვალ განაცხადებს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივალ. გაიგებთ ხვალვე“, - განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა: „ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები ისეთივე ძლიერები იყვნენ, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს“.

ჩაკითხვაზე დარჩება თუ არა ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად, მამუკა მდინარაძემ უპასუხა: „არა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მეგობარია და კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებით ვამუშავებ. პროფესიონალები არიან. სპეცსამსახურებში ვის დავნიშნავ მაგის ახსნას თქვენთვის არ ვაპირებ. თქვენ ნახავთ, რომ იქ იმდენად პროფესიონალი კადრები იქნებიან, რომ საკრიტიკოც არ გექნებათ არაფერი, გარანტიას გაძლევთ“.


რა ქონებით მიდის პარლამენტიდან სუს-ში „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები