სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებებია. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა.
ის სუს-ში მამუკა მდინარაძის მისვლის შემდეგ, ანუ 2025 წლის სექტემბრიდან სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მისი გადაყვანის შემდეგ დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს.
ვლადიმერ კონსტანტინიდის საქმიანობა
ვლადიმერ კონსტანტინიდი სახელმწიფო სტრუქტურებში 1989 წლიდან მუშაობს. 2020 წლიდან კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
- 1989-1995 - მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე: თბილისის საქალაქო სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამთავრობო ობიექტების დაცვის სამსახურში;
- 1996-1999 - საქართველოს პარლამენტის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის მთავარი სპეციალისტი;
- 2000 წლიდან — სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში: გენერალური ინსპექციის მოკვლევის სამმართველოს უფროსად,
კადრების განყოფილების უფროსად, მთავარი სპეციალისტად. - 2001-2004 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი;
- 2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2004-2005 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საკონსულო-სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი;
- 2005-2008 - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს კონსული;
- 2008 - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
- 2009-2012 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში.
- 2012-2017 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში; აკრედიტებული ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, ვანუატუს რესპუბლიკაში, ტუვალუში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სოლომონის კუნძულებზე, ტონგას სამეფოში და კირიბატის რესპუბლიკაში;
- 2017-2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
- 2018-2020 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
- 2020 წლიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
არის თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბიოგრაფიაში წერია, რომ ავსტრალიასა და ოკეანეთის რეგიონში ელჩობის პერიოდში მისიის აქტიური მუშაობის შედეგად ვანუატუმ (2013) და ტუვალუმ (2014) გააუქმეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება და დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ოკეანეთის ქვეყნებთან.




























