მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაზვერვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ვლადიმერ კონსტანტინიდ
27.09.25 18:18
2070

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა.

"მამუკა მდინარაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ყურადღება გამახვილდა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობასა და შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურა, თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები