მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი

621741aa601bf
მარიამ ვარადაშვილი
24.02.22 12:26
707
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია. 

“ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - წერს ღარიბაშვილი ტვიტერზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები