მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ - ბაზისბანკი, ფესტივალის ოფიციალური სპონსორი

ბაზისბანკი
23.07.24 11:40
833

ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 15-21 ივლისს, მესტიაში, სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა.

სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს. სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტიამ წელსაც უმასპინძლა კინემატოგრაფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყო კანის პალმის რტოს მფლობელი და ოსკარის ნომინანტი, შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი, რომელსაც ფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი პროექტების პრეზენტაციის საკონკურსო პროგრამა.

კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალღმერთი დალის პრიზი ორ კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ:

- საუკეთესო ფილმი - "აქ არ არის შორს", რეჟისორი თემურ ჩოფლიანი (საქართველო)

- საუკეთესო რეჟისორი კიმ ტორესი გახდა ფილმისთვის "მთვარე დაგვიცავს" (კოსტა რიკა)

ფესტივალის ჯილდო - საუკეთესო პროექტი, რეჩელ ჰანანაშვილის ,,Reedem Me” გადაეცა. საუკეთესი ქართული პროექტის ჯილდოს მფლობელი კი თეა ვაწაძის „გრავიტაცია“ გახდა. სპეციალური აღნიშვნა რეჟისორ მარიამ ქარქაშაძის ,,აბასთუმანმა“ დაიმსახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები