მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთში GITA-ს ₾25 000-მდე საგრანტო პროგრამას 3 გამარჯვებული ჰყავს - რომელმა სტარტაპებმა მიიღეს დაფინანსება?

64ac177a17134
BM.GE
10.07.23 20:55
498
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სვანეთში გამოვლინდნენ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, სამი პროექტი დაფინანსდა, საიდანაც GITA - ს გრანტი მოიპოვა ორმა სტარტაპმა, ერთს კი USAID - ი დააფინანსებს.

გამარჯვებული პროექტები:

არქიმარკეტი - პროექტის მიზანია, შეიქმნას ციფრული პლატფორმა, სადაც მოხდება მზა არქიტექტურული პროექტების, ისევე როგორც მათი მორგებისთვის საჭირო სერვისების, ყიდვა-გაყიდვა.

სვანური სამაგიდო თამაშები ციფრული ელემენტებით - სამაგიდო თამაშები შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის DALL-E - ის დახმარებით, რომელიც ხელს შეუწყობს სვანური კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ ყველაფრის საინტერესოდ და სახალისოდ თამაშებში ინტეგრაციას.

outdoor hobbies - პროექტის მიზანია, შეიქმნას ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე, სპორტული ინვენტარის გაქირავების ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებელი სპორტული ინვენტარის მოძიებას, ქირაობას და გაქირავებას მარტივად შეძლებს.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს ზუგდიდის, წალენჯიხის, ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.


ცნობისთვის: USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია: 1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს აფასებდა კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით, შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები