მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სვანეთში ქვესადგურის პროექტში ცვლილება შევიდა და მისი ღირებულება 5 მლნ ლარით შემცირდა

გიორგი მირცხულავა

სვანეთში ქვესადგურ „იდლიანი“ მშენებლობაზე 2023 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 5 მლნ ლარით შემცირდა. ინფორმაციას სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.

ქვესადგური სვანეთში, დაბა იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს და მას კომპანია „ბემონი" ახორციელებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი მირცხულავამ BMG-ის უთხრა, პროექტში უმთავრესად ტექნიკური ცვლილებები შევიდა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ელექტროსისტემასთან დადებული ხელშეკრულებით ქვესადგურის მშენებლობა 2027 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, თუმცა ფიქრობს, რომ პროექტი შესაძლოა უფრო ადრე 2027 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, ქვესადგური „იდლიანი 500“ უნიკალურია რეგიონში, ის წარმოადგენს სრულად დახურული ტიპის ობიექტს, რაც უზრუნველყოფს, როგორც ტექნოლოგიური უსაფრთხოების, ისე გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას. პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება სვანეთის რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ქსელში სრულყოფილი ინტეგრირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები