მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სვანურმა ფარდულმა" მესტიაში კაფე-რესტორანი გახსნა

სვანური ფარდული

"სვანურმა ფარდულმა", რომელიც წლებია მომხმარებელს ზეითუნის ზეთს, თაფლს, სვანურ მარილს, აჯიკებსა და საწებლების ნაირსახეობას სთავაზობს, მესტიაში კაფე-რესტორანი „სვანური ფარდული“ აამოქმედდა.

როგორც ბიზნესის დამფუძნებელი დავით პაკელიანი BM.GE-სთან აცხადებს, პროექტის განვითარების პროცესში მათით Netflix დაინტერესდა და "სვანური ფარდულის" შესახებ ვიდეო გადაიღო, რაც მათ შედეგებზე დადებითად აისახა.

„პროექტში მოხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეპიზოდის ეთერში გასვლა, ჩვენს სვანეთში სრულად გადასვლას და რესტორნის ამუშავებას დაემთხვა, რის შემდეგაც სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მაღალ ტურისტულ სეზონზე, ობიექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს მასპინძლობდა. გვყავდა როგორც ქართველი ვიზიტორები, ასევე სტუმრები ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. ევროპელებიდან ყველაზე მეტი ესპანელი და იტალიელი გვესტუმრა, აზიიდან კი – ჩინელი ტურისტები, რომლებსაც ყველაზე მეტად ადგილობრივი კერძები აინტერესებდათ“, - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ "სვანური ფარდულის" კაფე-რესტორანს მესტიაში ერთდროულად 30-მდე სტუმრის მიღება შეუძლია და მას სრულად ოჯახის წევრები ემსახურებიან. ობიექტში შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, სვანური კერძების, ისე სხვა კუთხის კერძების დაგემოვნებაც.

ცნობისთვის, „სვანური ფარდული“ პროდუქციის ძირითად ნაწილს სვანეთში აწარმოებს. კომპანიას მიწის ნაკვეთები აქვს კახეთსა და სამეგრელოშიც, რათა ის პროდუქტებიც გახდეს ხელმისაწვდომი, რომლებიც სვანეთში არ მოჰყავთ. ბრენდი მომხმარებელს აჯიკების, სვანური მარილისა და საწებლების სხვადასხვა სახეობას სთავაზობს - პროდუქტებს, რომლებიც სვანურ სამზარეულოს ახასიათებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები