მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SWIFT-დან რუსეთის გათიშვის გადაწყვეტილებაზე ტექნიკური სამუშაოები დაწყებულია - კულება

621a393c643c6
მარიამ ვარადაშვილი
26.02.22 18:33
463

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებაზე ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია. 

“ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა ტექნიკური მზადება გადაწყვეტილების მისაღებად უკვე დაწყებულია. ასევე დაწყებულია ამ სანქციის იმპლემენტაცია. მადლობა ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით კი უკრაინულ დიასპორას, რომელთა ზეწოლამაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა აიძულა, ამ გადაწყვეტილებისთვის დაეჭირათ მხარი”, - წერს კულება Facebook-ზე.

რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ უკრაინის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის გლობალური გადარიცხვების სისტემიდან გარიცხვის საკითხს. SWIFT სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებს, შესაბამისად გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყანის მთავრობებმა უნდა მიიღონ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის, კვიპროსისა და უნგრეთის მთავრობები მხარს დაუჭერენ რუსეთის გათიშვას ამ ქსელიდან. 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები