15-16 აპრილს, ანკარაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება, რომელშიც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე შეხვედრა, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების მონაწილეობით, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბ-ბინაში გაიმართება.
ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებიც, თუმცა უცნობია კონკრეტულად რომელი ქვეყნები მოიაზრება. მხარეები განიხილავენ სამხედრო გეგმებს საზღვაო განზომილებით, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს შავ ზღვაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.