მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სხვა სექტორებში რატომ არ ხდება მარჟის რეგულირება? - "ლიბერთი ბანკის" ექს-CEO ბანკების მკაცრ რეგულაციებზე

no photo
BM.GE
17.09.19 13:04
2096
“ლიბერთი ბანკის” ყოფილი დირექტორი ალექსი ხოროშვილი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ საბანკო რეგულაციებს აფასებს. ლექსო ხოროშვილი მიიჩნევს, რომ რიგ რეგულაციებში სებ-მა გადააჭარბა, რიგი შეზღუდვების დაწესება კი აუცილებელი იყო.

“ჩემი აზრით, რეგულატორს უნდა ემოქმედა, რადგან იმ მომენტში იყო სხვადასხვა მიზეზი. მათ შორის, გამოვყოფდი ონლაინ-მსესხებლებს და ალბათ 2018 წლის აპრილში მიღებული რეგულაციები საკმარისი იქნებოდა. ზედმეტი ჩარევა და იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად რამდენი უნდა იყოს PTI, ეს უკვე ბიზნესის გადასაწყვეტია.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რეგულატორის მხრიდან მიღწეულია ის, რისი მიღწევაც მას სურდა და ჩაფიქრებული ჰქონდა. მე პირადად დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც პერიოდში ამ ნორმების შემსუბუქება დაიწყებოდა. ახლაც გვესმის, რომ ლარიზაციაში 200,000-ის ზღვარი უნდა დაიწიოს, ასევე სებ-ი იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით რაღაც დათმობებზე წავიდა და შერბილდა რეგულაციები.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საპროცენტო განაკვეთის შეზღუდვა - მე ლიბერალური შეხედულების მომხრე ვარ და არ ვეთანხმები ამგვარ რეგულაციებს. მაშინ რატომ სხვა სექტორებში არ ხდება მარჟის თვალსაზრისით რეგულირება? იმ პერიოდში რა დროსაც მოხდა ჩარევა, მეც ვფიქრობდი რომ აუცილებელი იყო, რაღაც ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი ორიენტირებული იყოს ინოვაციებზე, ასევე ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ საბანკო სფეროს უფრო მცირე მოთამაშეებისთვის მოხსნას ბარიერები. ეს ამ ეტაპზე გაცხადებული აქვს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით”,- აცხადებს ალექსი ხოროშვილი.

შეგახსენებთ, რომ იანვრიდან ძალაში შევიდა საბანკო რეგულაციები ე.წ. “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” სისტემა, რომელიც შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემას კრძალავს. ამასთან ამოქმედდა სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად დაწესდა ზედა ზღვარი - ხელფასის რა % შეიძლება იყოს მიმართული სესხის მომსახურებაზე, ასევე მოქმედებს შეზღუდვა, რომ 200 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა გაიცეს ფიზიკურ პირებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები