მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტადეი პოგაჩარი - ჩემპიონი სპონსორების გარეშე

მსოფლიოს ნომერ პირველი ველომრბოლელი, ტადეი პოგაჩარი, სპორტულ სამყაროში თითქმის ყველა შესაძლო ტიტულს იპყრობს, თუმცა მისი კომერციული წარმატება ტრასის მიღმა გაცილებით მოკრძალებულია. რატომ არ ჰყავს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ სპორტსმენს იმ მასშტაბის სპონსორები, რომლებიც სხვა გლობალური ვარსკვლავების გვერდით არიან? პოგაჩარი ველოსპორტის უდავო ლიდერია - არაერთგზის ტურ დე ფრანსის გამარჯვებული და ისტორიაში ერთ-ერთი იმ იშვიათ სპორტსმენთაგანი, რომელმაც ველოსპორტის ე.წ. „სამმაგი გვირგვინის“ მოგება შეძლო. მისი სპორტული შედეგები იმ მასშტაბს აღწევს, რომ პოგაჩარი უკვე მხოლოდ ველოსპორტის ვარსკვლავად აღარ აღიქმება. თუმცა, კომერციული თვალსაზრისით სურათი განსხვავებულია. თუ ფეხბურთში, ჩოგბურთში, ავტოსპორტსა და მძლეოსნობაში მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები ათობით მილიონიანი კონტრაქტებით გლობალური ბრენდების სახეებად იქცევიან, პოგაჩარის სპონსორული პორტფელი შედარებით მცირეა. რა არის ამ ყოველივეს გამომწვევი მიზეზები და რატომ არ არის პოგაჩარი სათანადოდ დაფასებული ტრასის მიღმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები