მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაფლის რეკორდული ექსპორტი EU-ში

BM.GE
06.02.23 11:14
281
საქართველომ თაფლის ექსპორტით $1 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2022 წელს თაფლის ექსპორტი რეკორდული იყო, როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობით. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან გასული წლის განმავლობაში 1 მილიონ 175 ათასი დოლარის ღირებულების 258 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა. 2021 წელთან შედარებით ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78.8%-ით, ხოლო მოცულობა 49.3%-ით მეტი იყო. 


აღსანიშნია, რომ თაფლის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი გასული წლის მიხედვით ევროკავშირი იყო. 2022 წელს თაფლის ექსპორტის 75.5% სწორედ ევროპული ქვეყნების მიმართულებით განხორციელდა. ისიც უნდა ითქვას, რომ EU-ს ქვეყნებში თაფლის რეალიზება გასულ წელს 75.3%-ით გაიზარდა.

ღირებულების მიხედვით, თაფლის საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია:
1. საფრანგეთი - 556 ათასი დოლარი, 97 ტონა;
2. ბულგარეთი - 323 ათასი დოლარი, 112 ტონა;
3. ნორვეგია - 103 ათასი დოლარი, 21 ტონა;
4. ისრაელი - 61 ათასი დოლარი, 10 ტონა;
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 40 ათასი დოლარი, 5 ტონა;
6. საუდის არაბეთი - 23 ათასი დოლარი, 5 ტონა;
7. იაპონია - 16 ათასი დოლარი, 1 ტონა;
8. ჰონ-კონგი - 13 ათასი დოლარი, 1 ტონა;
9. კანადა - 10 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. სომხეთი - 9 ათასი დოლარი, 1 ტონა;

მცირე მოცულობებით თაფლის ექსპორტი გერმანიაში, ავსტრიაში, სენეგალში და სხვა ქვეყნებში განხორციელდა.რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა?

სტუმარი: ალეკო პაპავა - საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები