გლობალურ ეკონომიკაში თაღლითობისა და კიბერდანაშაულის მასშტაბები სწრაფად იზრდება და ქვეყნების შესაძლებლობები ამ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ახალი საერთაშორისო რეიტინგი აჩვენებს, რომ კიბერუსაფრთხოების მხრივ ლიდერები ძირითადად ევროპული ქვეყნები არიან, ხოლო მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების ნაწილი — მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი — გაცილებით სუსტ პოზიციებზე აღმოჩნდა. რა ფაქტორები განსაზღვრავს ქვეყნების მდგრადობას, სად არის საქართველო და როგორ იცვლება გლობალური კიბერუსაფრთხოების გარემო.


































